საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„გუნდში ჩვენ გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს,“
„რაც შეეხება ჩვენი მხარდაჭერის საკითხს, თუ ვის დავუჭერთ ჩვენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და ამის შემდგ ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე გავასაჯაროებთ. იყო საზოგადოებასა და ჩვენი გუნდის ნაწილშიც სურვილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო ბატონ ბიძინა ივანიშვილის. როგორც იცით, მას არ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენს გუნდში არის არა ერთი ადამიანი, რომელიც მონაწილეობის შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გაიმარჯვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდაჭერით,“ — აცხადებს არჩილ თალაკვაძე.