ანალიტიკაპუბლიკაციები

“მივესალმები სააკაშვილის ბოკერიასგან გამიჯვნას…ბოკერია არის ათეისტი კომკავშირელი…ბოკერიას გუნდი იყო ნაცების საბოტაჟი”

“მივესალმები სააკაშვილის ბოკერიასგან გამიჯვნას.

ოღონდ მე უფრო რადიკალური პოზიცია მაქვს.

ყოველთვის ვამბობდი რომ ბოკერიას გუნდი იყო ნაცების საბოტაჟი.

მე პირადად დიდი ხანია დავრწმუნდი რომ ბოკერია არის ათეისტი კომკავშირელი, რომელიც მოამზადა პარტნომენკლატურამ და დემოკრატიის მანტიით დემოკრატიას სპობდა..ბაზრის თავისუფლების ლოზუნგებით ახდენდა ბაზრის მონოპოლიზებას.
ლიბერტარიანიზმი იგივეა რაც ნეობოლშევიზმი.

ბოკერიას ღია ანტიდემოკრატიულობა და ანტირელიგიურობა განა როდისმე იყო დამალული? განა თავისუფლების ინსტიტუტი არ იყო დემოკრატიის იდეების მაკომპრომიტილებელი?

უამრავი კამათი მქონდა მათთან. შეუვალი ბოლშევიზმით სპობდნენ დემოკრატიის გამოვლინებებს და სიტყვის თავისუფლებას…

გვარამიას და კვესიტაძის “თავისუფლების” ფილოსოფიაც ისეთივე კომკავშირულია როგორც ბოკერიასი.
სწორედ ასეთი ელიტების მეშვეობით ინარჩუნებს მოსკოვი გავლენებს საქართველოზე.

ბოკერიას ლობირებით არის დამყარებული ის მონოპოლური სისტემა რომელიც ახლა გვაქვს და სწორედ მონოპოლური ეკონომიკა არის მოსკოვის პოლიტიკური გავლენების ფუნდამენტი.”

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

„აფხაზეთელი“ – სიტყვა, რომელიც „გასულია“ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებიდან!

Joni Kvaracxelia

ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა: საქართველო და მსოფლიო

Joni Kvaracxelia

ბელადის აპარტეიდი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი