მივესალმებით რომ ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი-წმინდა სინოდი

0
414

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, — ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

„წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით.

აზრი გამოთქვეს მიტროპოლიტებმა: შიომ (მუჯირი), ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), დანიელმა (დათუაშლი), ისაიამ (ჭანტურია), იოანემ (გამრეკელი), საბამ (გიგიბერია), მთავარეპისკოპოსებმა იაკობმა (იაკობიშვილმა), სპირიდონმა (აბულაძე).

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ