განცხადებებიმსოფლიოში

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს კანონი — ნედ პრაისი

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ძალიან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი.

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც ქართველ ხალხს ერთსულოვნად სურს.

არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ რამდენიმე ათეული წელია, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოა მათ გამოხატვაში, რომ მათ სურთ საქართველო, რომელიც არის დემოკრატიული, აყვავებული და ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონთან. მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ მისწრაფებების პარტნიორობას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი საგანგაშო განცხადებას ავრცელებს

„ეს არის სამარცხვინო, ეს არის ფაშიზმი…»-ელისო ბოლქვაძე

roma sajaia

«არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის…»-სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი