მივდივარ იქ, სადაც არავის დავეკითხები თუ რომელ აქციაზე წავიდე-ჯარისკაცმა შეირაღებული ძალები დატოვა

0
2558

ჯარისკაცის სოლიდარობა რიონის მცველებს — შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ნიკოლოზ კვანჭიანმა სამსახური დატოვა.

კვანშჭიანის ახლობლები განცხადებით,  ახალგაზრდა ჯარისკაცი შეირაღებულ ძალებშიი წლების განმავლობაში მსახურობდა.

«8 თვე ბაზა ალგეთზე ვმსახურობდი (ბაზა ალგეთის საქმისმწარმოებლად — შემდეგ
მივიღე გადაწყვეტილება, საბრძოლო 4-მექანიზებულ ბრიგადაში «ქვეით ჯარისკაცად მემსახურა და მეტი გამოცდილება მიმეღო, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნის დასაცავად,
დავინიშნე მეტყვიამფრქვევედ!
ჯამში (სამწელიწადნახევარი ვიმსახურე
სავალებულოს ჩათვლით, საკონტრაქტოზე) დღეს კი, მივიღე გადაწყვეტილება რომ
ჩემს ქვეყანას სამოქალაქოდან,
იქიდან ვემსახურო საიდანაც შევძლებ
ჩემი პირადი აზრის დაფიქსირებას,
სადაც სიტყვის თავისუფლება არ შემეზღუდება, სადაც არავის დავეკითხები თუ რომელ აქციაზე წავიდე ან სად ვაპირებ გადაადგილებას ჩემს კუთვნილ შვებულებაში!
ვინც წლებია მსახურობთ და დღესაც იქ ხართ, ღმერთმა მშვიდობიანად გამსახუროთ თავდაცვის ძალების რიგებში და გისურვებთ რომ ყოველთვის
ისეთი გადაწყვეტილება მიგეღოთ, რაც ჩვენს სამშობლოს გამოადგება და თუნდაც ერთი-საფეხურით წინ წაწევს,
სახელმწიფოებრივად გვეაზროვნოს და მთავრობას კი არ ვემსახუროთ ან რაიმე უწყებას, არამედ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ ოდიდგანვე!!!
უფალმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი!»- დაწერა ჯარისკაცმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ