«მიგრაცია ჩვენი საერთო მდგომარეობა გახდა, რომელიც ყველგან შიშსა და შფოთვას იწვევს»-სალომე ზურაბიშვილი

0
478

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მიგრაციის პრობლემაზეც ისაუბრა.

«მიგრაცია ჩვენი საერთო მდგომარეობა გახდა, რომელიც ყველგან შიშსა და შფოთვას იწვევს. ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც კარგავს სასიცოცხლო ძალას, გონებას, ახალგაზრდა თაობები გაედინებიან ქვეყნიდან, მომავლის შიში აქვთ. სხვა ქვეყნები კი ხედავენ მასობრივად ჩასულ უცხოელ მიგრანტებს და შიშობენ, რომ ისინი დაიკავებენ ადგილობრივთა სამუშაო ადგილებს, ეროვნულ თვითმყოფადობას შეერევიან. ზოგიერთი მიგრანტი ლეგალურად შედის ქვეყანაში უკეთესი შესაძლებლობებით, უმეტესობა კი არალეგალური გზით და ეძებენ იმას, რისი პოვნაც სამშობლოში ვერ შეძლეს. თუმცა, უმეტესობა ტოვებს მათ მშობლიურ ქვეყანას, ომის განადგურებისა და დევნის გამო. ამას გარდა, კლიმატური ცვლილებების გამო, უახლოეს მომავალში სავარაუდოა დიდი რაოდენობით ახალი კატეგორიის მიგრანტების გამოჩენა, რომლებიც დატოვებენ ტერიტორიებს გაუდაბნოების, წყალდიდობების, ქარიშხლების ან ხანძრის გამო. ამ საკითხზეც პასუხი უნდა იყოს გლობალური. სახელმწიფოებმა უნდა იპოვონ ერთიანი მიდგომა, რათა დაარეგულირონ ის რაც არ შეჩერდება…»-განაცხადა ზურაბიშვილმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ