მსოფლიოში

მიანმარში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარის დიდ ქალაქებში ჯავშანტექნიკა პირველად გამოჩნდა. ამის მიუხედავად, დემონსტრანტები მშვიდობიან საპროტესტო აქციებს განაგრძობენ, საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი კი კვლავ გაფიცულია.

14 თებერვალს სამხედრო ხუნტამ კიდევ ერთხელ გათიშა ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა მომდევნო სამუშაო დღის დაწყების შემდეგ, წვდომა აღადგინეს. ამავე დღეს სამხედრო ძალებმა დემონსტრანტები კაჩინის რეგიონის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაარბიეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, სამთავრობო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. არაა ცნობილი ისინი მხოლოდ რეზინის ტყვიებს იყენებდნენ, თუ სტანდარტული ტყვიებიც ესროლეს მოქალაქეებს. ელექტროსადგურთან დემონსტრანტები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ხმები გავრცელდა, რომ მთავრობა ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებას აპირებდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ავსტრალია ცეცხლის ალშია გახვეული

ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

იტალიაში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის გამოჯამრთელებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

დატოვე კომენტარი