ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას არ გამორიცხავს. აშშ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს ძალაუფლებას დაათმობინებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მიანმარის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაკავებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა. ბაიდენმა ასევე მოუწოდა მიანმარის სამხედროებს, მოხსნან ყველა სახის შეზღუდვა ტელეკომუნიკაციებზე და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობისგან.
Loading…
