covid-19

მთლიან სვანეთში სავარაუდოდ 21 აგვისტოდან მოიხსნება კარანტინი

მესტიის მერიის ცნობით, 21 აგვისტოდან, შესაძლოა, სვანეთის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოიხსნას კარანტინი, მესტიისა და ლენჯერის გარდა. მათივე მონაცემებით, მუნიპალიტეტში გაკეთებული 3 509 პისიარ ტესტიდან, მხოლოდ 33 შემთხვევა დადასტურდა.

«მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

კორონა ვირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმო სკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა, აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული», — წერია მერიის განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მოქალაქეებს ვაქცინების «ბუსტერ» დოზას სექტემბრიდან შესთავაზებს ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს

ახალი პანდემიისთვის უნდა ვიყოთ მზად — ჯანმო

ტრამპის უმცროს შვილს კორომავირუსი დაუდასტურდა

დატოვე კომენტარი