ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ირანის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამის მიზეზად თეირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაასახელა.
„ირანი სისტემატურად არღვევდა თავის ვალდებულებებს, მალავდა ადგილებს და ამდიდრებდა მასალას. ამ აღმოჩენების გათვალისწინებით, რეალობა მოითხოვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აშშ-ს შეუერთდეს და დააწესოს სანქციები, რომლებიც ირანის პარალიზებას მოახდენს“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
თამარ ქუთათელაძე
Loading…