მთელი ცხოვრების ბრძოლა

0
301

უარი ნარკოტიკებს – რომელსაც მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები მოაქვს ადამიანების, ოჯახებისა და მათი უახლოესი გარემოცვისთვის. ნარკომანია აფერხებს მთელი საზოგადოების ფუნქციონირებას რადგანაც მას თან სდევს სხვადასხვა ზიანი, როგორც მომხმარებლისთვის ისე მის გარშემო მყოფი ახალგაზრდობისთვის,აფერხებს მთლიანად ქვეყნის წინსვლას. ზუსტად ამიტომ, ნარკომანია არ არის ის მოვლენა რომლის მიმართაც საზოგადოება შეიძლება გულგრილი იყოს. თუმცა ჩვენ გვმართებს მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვა, რათა ისინი გახდნენ საზოგადოებისათვის სასარგებლო ადამიანები. ამასთან კატეგორიული უარი ნარკოტიკების როგორც საარჩევნო ხმების მობილიზების იარაღად გამოყენებას.
უარი უცოდინრობას და განათლების უგულვებელყოფას – რომელსაც ვუპირისპირებთ ცოდნა განათლების ხარისხის ამაღლებას, მეტი განათლებული ახალგაზრდების აღზრდას და მათ დასაქმებას.
უარი სიღარიბეს, უკუსვლას – რომელსაც ვუპირისპირებთ წინსვლაზე ორიენტირებას.
უარი სამშობლოს და ჩვენი შვილების მომავლის გაყიდვას ფულზე, პირად კეთილდღეობაზე, უარი მონობას – რომელსაც ვუპირისპირებთ სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულს თავგანწირვას, თავისუფლებისადმი იდეების და პრინციპების ერთგულებას, პატრიოტიზმს, უკვდავ იდეებს სულით ხორცამდე ამაყი ქართველების და ახალგაზრდების საქართველოს.
უარი ზიზღის, სიძულვილის კამპანიას, საზოგადოების, ოჯახების, ნათესაობების დაყოფას – რომელსაც ვუპირისპირებთ გაერთიანებით, საზოგადოებრივი კულტურის ამაღლებას, ადამიანის სიტყვის თავისუფლების, აზრისა და სინდისის დაფასებას.
უარი ნეპოტიზმს და კორუფციას – არამედ განათლებული ადამიანების ახალგაზრდების დაფასებასა და დასაქმებას, ემიგრანტების იმ დიდი რესურსის ჩვენს ქვეყანაში გამოყენებას მათი ოჯახების და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
უარი ადამიანების მოსყიდვას და მათი ღირსების აბუჩად აგდებას, ზეწოლას, მუქარას – რომელსაც ვუპირისპირებთ თითოეული ადამიანის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა დაფასებას, მათი ცნობიერების ამაღლებას სამართლებრივ სივრცეში და ეკონომიკურ გარემოში.
უარი ფიზიკურ ძალადობას თუ სიტყვიერ შეურაცყოფას და სხვა უარყოფით ფაქტორებს რაც მთელი მათი მმართველობის პერიოდში გვესმის და ხედავს ქვეყანა – არამედ ქვეყნის განვითარება, წინსვლას და მშვიდ რელსებზე გადაყვანას.
უარი ამ სისტემის დამამკვიდრებელ ხელისუფლებას !
მთელი ჩემი ცხოვრება, დაწყებული ახალგაზრდობიდან დღემდე ფაქტობრივად და ობიექტურად, ბრძოლაა ზემოთჩამოთვლილი მანკიერებების წინააღმდეგ. ახალგაზრდობიდან ვიყავი ახალგაზრდების გვერდით და დღესაც ვიცავ და დავიცავ ახალგაზრდების და ნებისმიერი ადამიანის ჯანსაღ გარემოს და უკეთეს მომავალს.
მხოლოდ ჯანსაღ მსოფლმხედველობას, ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდილ თაობებს და განათლებულ, პასუხისმგებლიან ადამიანებს შეუძლია ღირებულის და დიადის შექმნა ამქვეყნად, ჩვენს სამშობლოში, რომელსაც მალე განვითარებულ სახელმწიფოდ ვაქცევთ!!!

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ