„მთელი მსოფლიო, ევროპა, აშშ ელოდება რამდენიმე თვეში ქართველი ხალხის განაჩენს მთავარი ოლიგარქის მიმართ, რომელმაც გაძარცვა ქვეყანა»_შალვა ნათელაშვილმა

0
422

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ანგელა მერკელის განცხადებებს აფასებს:

„მთელი მსოფლიო, ევროპა, აშშ ელოდება რამდენიმე თვეში ქართველი ხალხის განაჩენს მთავარი ოლიგარქის მიმართ, რომელმაც გაძარცვა ქვეყანა. რა თქმა უნდა, მერკელი საქმის კურსშია და ინფორმირებულია,“

„მაშინ ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა ერთადერთი მიზნით, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მომხდარიყო, ამ შემთხვევაში მერკელი ჩამოვიდა სხვა მიზნით. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩრდილოეთის ნაკადს შეექმნა სერიოზული საფრთხე ვაშინგტონიდან, იქ ტრამპი იმუქრება. იმისთვის, რომ ეს ნაკადი შეიცვალოს, საჭირო გახდა მონახულება სამივე ქვეყნის — საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის. სწორედ ამ ფორმატში ჩაჯდა მერკელის ვიზიტი.

«ამ ვიზიტმა და ხელისუფლების ქცევამ აჩვენა, რომ ჩვენ არავითარი მთავრობა არ გვყავს, დაწყებული ხალიჩის დაგება-არდაგებით აეროპორტში, გაგრძელებული სრული ქაოსით, ვინ უნდა დახვედროდა,» — აცხადებს შალვა  ნათელაშვილი.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ