“მთელი ეს პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი…”-ნოდარ მელაძე პროკურატურაში მივიდა (ვიდეო)

0
180

“რუსთავი 2”-ის საქმეზე “მთავარი არხის”საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე  პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა , დაკითხვის დასრულების შემდეგ ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

“ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი, ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ. არ ყოფილა ცხელი წერტილი სადაც არ მიმუშავია, იქ არ შემშინებია და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების, ვიღაცეების ბულინგის, პოლიტიკოსების რომლებიც მთავარი არხის ჟურნალისტებს აბულინგებენ და პარლამენტში თუ სხვა ლოკაციებზე დასდევენ და ხან რას ეძახიან და ხან რას ეძახიან, ამ ყველაფრით ჩანს მათი სახე. ჩვენ ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა, ვართ მზად, ამ ყველაფრის მიზანი არის, პირველი ყველა კრიტიკული ტელევიზია, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ყველას მფლობელის წინააღმდე დაიწყეს რაღაც ე. წ, სამართლებრივი პროცედურები, კანონთან და სამართალთან ამას საერთო არაფერი არ აქვს, რაც ხდება ტვ პირველის, ფორმულას და მთავარი არხის შემთხვევაში. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია, იმიტომ რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც გვაქვს გაცნობიერებული, იმისთვის, რომ ქვეყანა დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობა, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და რაც უფრო მეტი ბრძოლა იქნება მათი მხრიდან ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და გამოცდილებამ ეს ყველაფერი აჩვენა.”- განაცხადა ნოდარ მელაძემ

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ