განცხადებები

მთელი დედამიწა საავადმყოფოში წევს — ლადო კახაძე

ურთულესი გამოწვევის წინაშე ვართ, ჯერ კიდევ მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს, ექიმები და პაციენტები ერთმანეთში ნდობის აღდგენას აპირებენ, ბევრი ანტივაქსერია, — ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში სესიაზე განაცხადა.

„ორი არჩევანი გვაქვს, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, ანდა დაყოლა შინაგან უნდობლობის ფაქტორზე. ვთხოვ მოსახლეობას, რომ ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია, ხელისუფლება და საკანონმდებლო სივრცე ყველაფერს აკეთებს ამისათვის, ახლა თქვენი აქტიურობაა საჭირო.

დაუძინებელი მტერი ჰყავს დედამიწას, ეს არის კორონავირუსი და წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ადამიანების მეოხებით ეს ვირუსი წარმატებას აღწევს. ვინ იცის, ეს ვირუსი კიდევ რამდენი შტამით მოახდენს სახეცვლილებას და ის ჩვენვე გადაგვაქვს. ჯერადი მატება გვაქვს, 1 374 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4% უკვე კრიტიკული ზღვარია, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომლებიც არავის არ მოგვწონს. ხედავთ დარბაზში შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი კაცი უნდა წასულიყო, კოვიდი დაემართა, მასაც ვიღაცამ გადასდო, უყურადღებობამ გადასდო“, — განაცხადა ლადო კახაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საგანგებო განცხადება მთავარ პროკურატურაში (ვიდეო)

«უდიდესი პრობლემების წინაშე არიან დღეს ჩვენი მოქალაქეები…უნდა დასრულდეს ეს სიღარიბე»-ჯაფარიძე

roma sajaia

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოში ხატია ბუნიათიშვილს დაურეკა- რა უთხრა პრეზიდენტმა ქართველ პიანისტს? (ვიდეო)

დატოვე კომენტარი