განცხადება/მიმართვა

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია-ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა

“მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

არსებობდა მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.”-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

“პო­ლი­ტი­კა­ში გახარია მე შე­მო­ვიყ­ვა­ნე და და­ვა­საქ­მე…ჩემს კი­სერ­ზეა ეს ამ­ბა­ვი”-გია ხუხაშვილი

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალშიც არაფერი არ შეიცვლება“

Joni Kvaracxelia

“თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა გამოკეთა ცოტნე გამსახურდია ციხეში”-ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი