მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარების თარიღი ცნობილია

0
404

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით   საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ 9 ივნისს გაიმართება.

«24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა», — აღნიშნულია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში უნდა ჩატარდეს.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ