ეკონომიკის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს, — ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი და ძალიან დაიღალა უკვე საზოგადოება. სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ ამბავზე, რომელმაც უკვე, მგონი, საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა“, -განაცხადა ნათია თურნავამ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ასევე კახი კალაძე კარ ჰგონია, რომ მიშა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი. თუმცა, ჩამოვიდეს, არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში“, — განაცხადა დედაქალაქის მერმა.