საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა გაიმართა.
«დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის, თუმცა დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან და მიმდინაროებს შესაბამისი ღონისძიებები მათი პრევენციული ჯანდაცვის ღონისძიებების გასატარებლად“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
„პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დრო. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ, მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევე რთი თვით გრძელდება სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება. ამასთან ერთად,ერთი თვით გადავადდება, 13 აპრილამდე საგაზაფხულო გაწვევა სქართველოს ჯარში“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემეირის თქმით, ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, , მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს.