ანალიტიკაპუბლიკაციები

მთავრობის უსამართლო ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 2,7 მილიონ ადამიანს, მხარდაჭერის გარეშე ტოვებს

მთავრობის უსამართლო ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ქვეყანაში კრიზისით დაზარალებულების დიდ ნაწილს, 2,7 მილიონ ადამიანს, მხარდაჭერის გარეშე ტოვებს

იხილეთ დოკუმენტი 👉 https://bit.ly/2YdfIgR

📌 მთავრობას შეეძლო, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული თანხებით დახმარებოდა კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის 89%-ს, კერძოდ, 930 ლარიანი ერთჯერადი (ან ორ თვეზე გადანაწილებული) მხარდაჭერა გაეწია 1.1 მილიონი ოჯახისთვის. მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილია 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი

📌 მთავრობის პროგნოზის მიხედვით, 530 ათასი დასაქმებულიდან, კერძო სექტორში, 350 ათასი მოქალაქე დარჩება უმუშევარი. ამას ემატება მთავრობის პროგნოზი, რომ 250 000 თვითდასაქმებული დარჩება შემოსავლის წყაროს გარეშე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უმუშევრობა გაიზრდება 11.6 % დან 43%-მდე

📌 მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამა მხარდაჭერის გარეშე ტოვებს ყველაზე დაბალი ქულის მქონე (0-დან 65000-მდე) სოციალურად დაუცველ ოჯახებს (მინიმუმ 164 000 სოციალურად დაუცველ ადამიანს)

📌 მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამა მხარდაჭერის გარეშე ტოვებს 590 000 თვითდასაქმებულს, რომელთა შემოსავლების იდენტიფიცირებას სახელმწიფო ვერ ახერხებს და მათი ფინანსური მდგომარეობა კრიზისამდეც კი, რთული სათქმელი იყო, განსხვავდებოდა თუ არა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანების მდგომარეობისგან

📌 მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამა მხარდაჭერის გარეშე ტოვებს პენსიონერებს,
რომელთა რაოდენობაც 760 000 შეადგენს

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: რეფორმები

ირაკლი ყიფიანი,

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„კანონიერ ქურდად მიმუშავია“… — ის, რასაც მკითხველთა დიდი ნაწილი პირველად გაიგებს

Joni Kvaracxelia

5 ფაქტი მომავალ მთავრობას თუ რატომ ზღვა

«გვეღირსება და მოვესწრებით მალე იმ დღეს, როცა ყველა ერი და მსოფლიო იქნება თავისუფალი»

დატოვე კომენტარი