«ევროოპტიმისტების» თავმჯდომარე რომან გოცირიძე «ქართული ოცნების» ინიციატივას, გამოეხმაურა რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები — მთავრობა იქნება თუ დეპუტატები, არიან ალილო-ფარისებლები — აი, აქ ჩამოივლის ალილო და კალათებით კანფეტებს რომ დაურიგებენ, ეს არის მათი რწმენა და 2-მეტრიან სანთლებს რომ დაიჭერენ ეკლესიებში და პატივცემულ მღვდლებს რომ ხელებზე ემთხვევიან და მერე ამ ფოტოებს რომ გამოფენენ. ეს არის პოპულისტური, მოჩვენებითი რწმენის გამოხატულება, რომლის მთავარი მიზანი არის ამომრჩეველზე ზემოქმედება და ეკლესიის და რელიგიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის»-განაცხადა გოცირიძემ.