რუსეთის მთავრობამ, სახელმწიფო სათათბიროს (სახელმწიფო დუმას) წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას მილიონ რუბლამდე უცხოური სატელიტური საკომუნიკაციო ქსელების ოპერაციულ-საძიებო ღონისძიებების სისტემის (SORM) გვერდის ავლით გამოყენებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ქსელი — StarLink-ია, რომელსაც ილონ მასკი ავითარებს.
ასევე შემოთავაზებულია პასუხისმგებლობის შემოღება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ტრაფიკების გატარებაზე რუსეთის ტელესაკომუნიკაციო ოპერატორის სადგურის გვერდის ავლით.
კანონპროექტი ჯარიმებს ჯერჯერობით მხოლოდ ჩინოვნიკებისთვის (10-დან 30 ათას რუბლამდე) და იურიდიულ პირებზე (500 ათასიდან 1 მლნ რუბლამდე) ითვალისწინებს.
განმარტებით ბარათში ასეთი ზომები აიხსნება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილებით და SORM სისტემის მუშაობის უზრუნველყოფით.
უკვე არსებობს რამდენიმე ასეთი სისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ტერმინალით ტრანსფერი გაატარონ პირდაპირ სატელიტის საშუალებით, ტელესაკომუნიკაციო ოპერატორების გვერდის ავლით. მათ შორის ყველაზე ცნობილია ბრიტანული OneWeb და ილონ მასკის Starlink-ი.
Roskosmos თანამშრომლობს OneWeb– თან, რომელიც თანამგზავრებს აწვდის ორბიტაზე მფრინავ რუსეთის რაკეტებზე. ამავე დროს, «ფსბ»-მ განაცხადა, რომ ამ თანამგზავრებს შეუძლიათ დაზვერვის ფუნქცია შეასრულონ და ზიანი მიაყენონ რუსეთს. ამიტომაც Roscosmos აპირებს შექმნას საკუთარი სატელიტური სისტემა «Сфера» (სფერო) და ამისთვის მან ხელისუფლებისგან 1.5 ტრილიონი რუბლი მოითხოვა.