“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს”-წერს მელაძე.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ, რომელმაც ამავე არხის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებეს და სურთ, კრიტიკული მედიები გააჩუმონ.
Loading…
