განცხადებები

მზათ ვართ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ — არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზად არის, რომ ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია თავის დამოკიდებულებას გადახედავს. მისი თქმით, საზოგადოებას დესტაბილიზაცია არ სურს და ეს გასათვალისწინებელია.

«პარლამენტში გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას. ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზადყოფნა, ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული.

ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, გამართულ დიალოგზე, რომელსაც ბატონი დანიელსონი უწევდა მედიაციას, რომ მმართველი გუნდი, ქართული ოცნება პრინციპულად მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს», — ამბობს თალაკვაძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სამეგრელოს ტერიტორიაზე წესდება დამატებითი შეზღუვები

«ხომ არ დაგავიწყდათ , რომ ქუჩაში ვადამდელი არჩევნების გამო გამოვედით…»-ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

roma sajaia

როდის დატოვებს უმრავლესობას გია ჟორჟოლიანი?

დატოვე კომენტარი