განცხადება/მიმართვამსოფლიოში

მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება-შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ.

„ეს ომი ახალ ფორმას სძენს ევროკავშირსაც. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“,- განაცხადა მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

„მოკვდა მტერი. პატივი მივაგოთ მას მისი გულწრფელი მტრობისთვის, გულწრფელი სიძულვილისთვის, შეურიგებლობისთვის“-რუსი სენატორი

“არ ავყვეთ პანიკას…”-სააკაშვილი კორონავირუსზე(ვიდეო)

მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰონკონგში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი