საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
«მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იქნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავის აზრს, არამედ იმას რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ,»-განაცხადა მარგველაშვილი.
Loading…