სხვადასხვაფოტო/ვიდეო

”მე შენთან ვარ უკუნითი უკუნისამდე“

”მე შენთან ვარ უკუნითი უკუნისამდე“ — თქვა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომამდე თავის სამწყსოში და მორწმუნეებისთვის ამ პირობის გარანტიაა ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა- მართლმადიდებლებისთვის ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლო, ღვთისა და ხალხის ცხოვრების კავშირის ნიშანი.
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის თანხვედრა ხდება შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს. ვერავინ იტყვის, თუ ზუსტად რა დროს უნდა მოხდეს წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა, რამდენი ხანი უნდა ელოდონ ხუთუ წუთი თუ საათობით, მაგრამ ეს გარედაუვალია. ეკლესიური ტრადიციების თანახმად ამბობენ, როცა ეს სასწაული არ მოხდება, სამყაროს დასასრული დადგებაო.
იერუსალიმის ყველაზე ცნობილი „მაცხოვრის აღდგომის ტაძრის“ მთავარი საკურთხეველი მარმარილოს სამლოცველო — ქუვუკლიას მდებარეობა გამოქვაბულში სწორედ იესოს სხეულის მდებარეობას ემთხვევა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული ხდება ან თავად ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში ან წმინდა სამარხში — მეცნიერთა ვარაუდით ის აშენებულია ზუსტად მაცხოვრის დაკრძალვისა და შემდგომ აღდგომის ადგილზე.
ითვლება, რომ წმინდა ცეცხლის წარმოშობის სასწაულის პირველი მოწმე მოციქული პეტრე იყო. ლეგენდის თანახმად, მან შეიტყო ქრისტეს აღდგომის შესახებ და წავიდა მის საფლავთან. იმ ადგილას, სადაც მაცხოვრის სხეული უნდა ყოფილიყო, მოციქულმა შუქი დაინახა, რომელიც წმინდა სამარხს ანათებდა.

Loading…

ღვთიური შუქის ფენომენს წერილობითი წყაროები მე –4 საუკუნიდან მოიხსენიებენ. მათ შორის კათოლიკე და მაჰმადიანი ავტორები. აბატი დანიელი, პირველი მომლოცველი, რომელმაც XII საუკუნეში წმიდა მიწა აღწერა, საუბრობს წმინდა ცეცხლის წარმოშობის სასწაულზე. ”წმინდა სამარხიდან მკაფიო ბრწყინვალება გამოვიდა,” — წერს ბერი.
იერუსალიმში ეკლესიის წმინდა ცეცხლი მორწმუნეებიდან მორწმუნეებზე გადადის და ბევრჯერა არის აღწერილი თვითმხილველების მიერ. ასევე საუბრობენ ამ დღის სხვა სასწაულებზეც, რომელიც ზეციური ცეცხლის გარდა სანთლების თვითნებურად ანთებაში გამოიხატება, რაც არამხოლოდ ეკლესიაში, ქუჩებშიც სხვადასხვა ადგილზე ჩნდება. ნათელი ციმციმები ელვისებურად გადაუვლის ხოლმე მიდამოს. ასევე სასწაულს უკავშირებენ იმასაც, რომ გარდამოსვლის წუთებში ცეცხლი არ წვავს, ამბობენ, სიმბოლურად სულებს „რეცხავსო“.
საინტერესოა, რომ ბევრმა ფიზიკის თვალსაზრისით სცადა ამოუხსნელი ამ მოვლენისთვის წარმოშობის მეზეზი მოეძებნა და ემტკიცებინა, რომ სასწაული არ არის და მისი „ღვთაებრივი წარმოშობა“ ეჭვქვეშ დაეყენებინათ. ამ მიზნით ცეცხლის ტემპერატურა ამჟამადაც იზომება რამდენიმეჯერ, რათა დადგინდეს, თუ რატომ არ წვავს გარდამოსვლიდან პირველ წუთებში. დამტკიცებულია, რომ ცეცხლის ტემპერატურა გარდამოსვლის პირველ წუთებში 40 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო გარდამოსვლიდან ზუსტად 15 წუთის შემდეგ — 300. სასწაულებრივი ცეცხლის ამ ფენომენის მეცნიერული ინტერპრეტაცია ჯერ არ არის ნაპოვნი.
იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის თაოსნობით ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ მრავალი მართლმადიდებლური სარწმუნოების მღვდლები. ლიტანიის (თაყვანისცემის) პროცესს წარუძღვება იერუსალიმის პატრიარქი. იერარქების მსვლელობა იწყება კუვუკლიისკენ ტაძრის მინიშნებების ადგილიდან, რომელსაც სამჯერ შემოუვლიან. ბოლოს კუვუკლიას ამოწმებენ და დალუქავენ. მეტად საინტერესოა, რომ ლუქის გასაღებები მუსულმანურ ოჯახში ინახება.
შიგნით შედის იერუსალიმის პატრიარქი ქრისტიანული იერარქიის კიდევ ერთერთი წარმომადგენლის თანხლებით, ამასთან ორივე ზღურბლთან ტანსაცლისგან განიძარცვებიან და სახვევების ამარა რჩებიან. ეს ხდება იმისთვის, რომ დამსწრეები დარწმუნდნენ, რომ მათ თან ასანთები არანაირი საშუალება არ აქვთ. როგორც კი საფლავში აღმოჩნდებიან, შესასვლელი კარი იხსნება და იმავე წამს იწყება გარდამოსულ სასწაულებრივ ცეცხლზე საერთო ლოცვა. თვით კუბოსთან მიდის მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქი, მხოლოდ ის ერთი ხდება თავად წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წამის მოწმე, სხვა ვინც უნდა ახლდეს ლოცვებში ანგელოზის საზღვრებში კედელს მიღმა რჩება.-

საფლავში ლამპადა და 33 სანთელია, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლების რაოდენობისამებრ.
კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქს გამოაქვს ცეცხლი. ტაძარში მყოფები სასწაულმოქმედ ცეცხლს გადასცემენ ერთმანეთს, მისგან საკუთარ სანთლებს და ლამპადებს ანთებენ. სხვადასხვა ქვეყანაში წმინდა ცეცხლის ნაწილები საგანგებო ავიარერისებით მიაქვთ. ამ რეისს იერუსალმიდან მორწმუნეთა მთელი არმია ხვდება.
წმიდა სამარხის ეკლესია ათიათას ადამიანს იტევს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტს სურს საკუთარი თვალით ნახოს ეს სასწაული. ამიტომაც ჩვეულებრი დროში, როცა საგანგებო მდგომარეობა არ არის, წმინდა ჯერ კიდე პარასკევიდან იწყებენ თავმოყრას ტაძრის წინ და მეზობელ ქუჩებში მოედანზე.
გაისად აქ შეხვედრამდე
გილოცავთ
2020 წლის
წმინდა ცეცხლის საქართველოში შემობრძანებას!

ქეთევან ჩემია
იერუსალიმი
18 აპრილი, 2020 წელი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

მორიგი სასაცილო რუსული პროპაგანდა

Joni Kvaracxelia

სპეცდანიშნულების რაზმის საგანგებო მობილიზება-რისთვის ემზადება ხელისუფლება? (ვიდეო)

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებული გახდა

დატოვე კომენტარი