განცხადებები

«მე რაც მოვისმინე ზურაბიშვილისგან, თანხვედრაში მოდის ჩემს ხედვასთან»-მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა:

«მე რაც მოვისმინე სალომე ზურაბიშვილისგან, მას აქვს ისეთი ხედვა, რომელიც თანხვედრაში მოდის, მაგალითად, ჩემს ხედვასთან, როგორ შეიძლება, მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემა გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, კორუფცია დამარცხდეს, როგორ არის შესაძლებელი, ქვეყანაში დოვლათს ქმნიდეს არა მხოლოდ 100 ადამიანი, არამედ თანაბრად ნაწილდებოდეს საქართველოს მოქალაქეებზე»

«დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდება ჩვენ „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ აქ მხარდაჭერა არსებობს და იარსებებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და პოსტარჩევნები, როგორ ვხედავთ უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარების გზებს. პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემაში და ასევე სახელისუფლებო შტოები ერთმანეთისგან როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს თუ ვერ მოხერხდა, ნიშნავს, რომ შენ ბიძინა ივანიშვილს, გამარჯვების შემთხვევაში ანაცვლებ. კი არ ამარცხებ კორუფციას, ოლიგარქიულ სისტემას, არამედ უბრალოდ ანაცვლებ. ამ კონკრეტიკაზე იყო საუბარი და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, რაზეც ახლა თავს შევიკავებ.

მე მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, სადაც სახელები და გვარები გახელისუფლებული ადამიანებისა, ვერ აიგდებენ საქართველოს მოქალაქეებს აბუჩად. იქ, სადაც ეს ინტერესი იქნება ჩადებული, მე ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას ასეთ პროცესში. იქ, სადაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, სადაც კორუფცია დამარცხდება, იქ, სადაც გამბედავი იქნება ყველა, მათ შორის ოპოზიციაში»-განაცხადა  მელიამ.

მსგავსი პოსტები

«გირჩევთ არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ საიდანაც გამოძვერით»-შალვა ნათელაშვილი თბილისი პრაიდზე

«გოგი წულაიამ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს»-ხვიჩია

roma sajaia

«ნარკორეალიზატორ ბერს თავდებში სასულიერო პირები უდგებიან,მამა გიორგი სიკვდილისთვის გაწირეს»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი