სოცქსელი

«მე, ნიკა გვარამია, ხუნდაძის განცხადებას აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარად და დაშინების მცდელობად»-ნიკა გვარამია შსს-ს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

«რუსთავი 2»-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია «ქართული ოცნების» დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა:

«მე, ნიკა გვარამია, საქართველოს პარლამეტის წევრის ხუნდაძის მიერ ივანიშვილის დავალებით ამ წინასწარ დაწერილ და წაკითხულ ტექსტს აღვიქვამ პირადად ჩემს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარად და დაშინების მცდელობად. მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ კორპუსს US Embassy Tbilisi, GeorgiaEuropean Union in Georgia ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ თურმე «უნდა ვიყოთ ყველანი ფრთხილად, რომ სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს».

ჩემი გინება არის ჩემი გამოხატვის ფორმა, რომელსაც არ ზღუდავს კანონი და მიმართულია მხოლოდ საქართველოს დამაქცევარის, ბიძინა ივიანიშვილისკენ. ის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა ამ ქვეყანაში და აქვს თმენის ვალდებულება. მიეჩვიოს, რომ ხალხს სძულს, წყევლის და აგინებს და ამას საჯაროდ გამოხატავს. ეს არის მისი შეგნებული არჩევანი და თუ სურს ამისგან დაისვენოს, ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

შესაბამისად, «თუ ვინმე და რამე აფეთქდება, ოჯახის წევრებს მოთმინება გაუწყდება» და ასე შემდეგ, როგორც ბატონი ხუნდაძე, ივანიშვილის პირადი პარლამენტარი იმუქრება, ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

ps რაც შეეხება ზოგადად გინებას და შეურაცხყოფას, ბევრი მიგვიღია როგორც პირადად ივანიშვილისგან, ასევე მისი დავალებით მისი დამქაშებისგან. რა რა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების მატირაჟირებელ ოლიგარქს სხვისგან ამგვარი თავდასხმები არ უნდა უკვირდეს.»-წერს ნიკა გვარამია «ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე

შეგახსენებთ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა:

„კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, უარი ვთქვათ სიძულვილის ენაზე და ვიყოთ ყველა ფრთხილად, სადღაც სახიფათოდ არ გაწყდეს,“

„ალბათ ყველასთვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა, რაც ჭარბობს სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 30-წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც თავისი მიზანი აქვს და ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც სიძულვილის ენაა, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად იოლია. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა არაპროფესიონალიზმის ნიშანია, როცა არ გვაქვს არგუმენტები, ვიყენებთ სწორედ სიძულვილის ენას, ლანძღვას, გინებას და ვეხებით პირად ღირსებას. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგადგება ენაზე, ყველაფერი თქვა. ასევე, თავისუფლება არ არის თავნებობა, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს. თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია,“ — განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

 

მსგავსი პოსტები

«არ შემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ მამი იმიერ საქართველოში!!!»-ზაზა სარალიძე

Joni Kvaracxelia

«დაშალა ყველა ინსტიტუტი – ეკლესია, მედია, ოპოზიცია, სასამართლო და ახლა საკუთარი პარტია!»-გვახარია

«გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურს ვებრძოლო გრიგოლ ვაშაძეს…Nika Gvaramia დამიმახსოვრე შე ფაშისტკა»

დატოვე კომენტარი