როგორც ცნობილი გახდა 28 თებერვალს, ლილოში 21 წლის გოგო განსაკუთრებული წამებით მოკლეს, მას 53 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სასამართლოზე ჩვენების მიცემისას ექსპერტმა, სოფიკო ყორიაულმა დაადასტურა, რომ მასთან დაკავებულმა კაცმა დანაშაული აღიარა.
«კაიფში» ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე, დანის ამოღება და დარტყმა არ მახსოვს»,- ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა.
შეგახსენებთ, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.