განცხადებები

მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება — დავით ბაქრაძე

არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ, — ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა საერთო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. კითხვაზე იქნება თუ არა მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერა, მან უპასუხა, რომ მოლაპარაკებებში პარტიის სახელით არ იღებს მონაწილეობას.

„პარტიების სახელით მე არ ვსაუბრობ და არ ვიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ცალკეული პირების ხელმოწერა იქნება. ალბათ დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ“, — განაცხადა ბაქრაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბაშოზე იმპერატორის თასის მოსაგებად გავალ,»-ტოჩინოშინი

«„ქართული ოცნების“ წევრებსაც ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი»-ბიძინა ივანიშვილი

«ერთი წუთი დამაცადე ჭამაო და დაგვამხეს ყველაფერი თავზე. გახარიას უწყება შენი დედაც… «

დატოვე კომენტარი