6-თვიანი პატიმრობის შემდეგ დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს.
«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ იმავეს კეთებას გაგრძელებს, რასაც მანამდე აკეთებდა.
«თავიდანვე მე ის პოზიცია მეჭირა, რა პოზიციაც დღეს ვთქვი სასამართლოზე და ყველა სასამართლოზე ამას აღვნიშნავდი. თუმცა, მოხდა ის, რომ დღეს მოხდა გამოშვება. მე მინდა, რომ მაყურებელმა თვითონ გადაწყვიტოს, რატომ მოხდა ეს დღეს, მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნები დამთავრდა. მე იგივეს კეთებას ვაპირებ, რასაც ვაკეთებდი მანამდე, ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ბუნებრივია და ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს სულ უფრო მეტი და მეტი მოქალაქე ხვდება, რომ ხელისუფლების სახით ვისთან გვაქვს საქმე და რომ ეს ადამიანები, რომლებიც არ აღასრულებენ არაფერს და მხოლოდ და მხოლოდ მოტივირებულები არიან იმისთვის, რომ ახალი ხერხებით, ხრიკებით მოიგონ არჩევნები და ხალხისთვის არაფერი გააკეთონ, მალე არიან სახლში გასაშვები,»- განაცხადა კირკიტაძემ.