«მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის»-ნიკა გვარამია

0
936

«მთავარი არხის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

«ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა.

ლაშა ტალახაძე არის ფენომენალური სპორტსმენი და მას მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები, ერის მოღალატეების და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანების გვერდში დგომის ინდულგენცია ნამდვილად არ არის.

მე არ ვიცი, რა ღირს ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ღირს, სხვაგვარად სალომე ზურაბიშვილს და თვალთხარიას არავინ უჭერს ამ ქვეყანაში მხარს და ვერც მასზე გავაკეთებთ ალოგიკურ დაშვებას. პატრიოტები კი ფულზე არ ყიდიან საკუთარ მხარდაჭერას, მით უფრო, როცა ქვეყნის ერთადერთი მტრის აგენტურის მხარდაჭერაზეა საუბარი — არც სპორტში, არც ხელოვნებაში, არც არსად.

ქვეყანას ნამდვილი და უანგარო, მებრძოლი პატრიოტები სჭირდება, რუსეთისგან თავის დასახსნელად, თორემ ლაშა ტალახაძე აღდგენილი სსრკ-ს სახელითაც ისე გამოვა და ახალ რეკორდებს ისე დაამყარებს, თვალს არ დაახამხამებს.

მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყაროს.»

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ