«მე ვერ ვხედავ ნატო-ში ამის განხილვის მზაობას»-ჯეიმს აპატურაი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

0
754

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“გავეცანი საქართველოში მიმდინარე აზრთა გაცვლა-გამოცვლას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ისე, რომ მე-5 მუხლმა არ დაფაროს ორი რეგიონი. ჩემი თვალთახედვით, ახლა ამ დისკუსიას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ამის განხილვის მზაობას. არც თავად მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში ეს იდეა დროულია. საქართველოს საელჩო ნატო-სთან აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში, ნათელი და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა პოლიტიკურად და პრაქტიკულად. ჩრდილოატლანტიკური საბჭო მალე ეწვევა საქართველოს, რათა განიხილოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები, მათ შორის, დაეხმაროს საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებელ რეფორმებში”

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ