დავიბადე თეთრი და ეს მე რასისტად მაქცევს.
მემარცხენეებს არ ვაძლევ ხმას და ეს მე ფაშისტად მაქცევს.
მე ვარ ჰეტეროსექსუალი, და ეს მე ჰომოფობად მაქცევს.
სახლი მაქვს და ეს მე მდიდარ ბურჟუად მაქცევს.
მიყვარს ბატის ღვიძლის პეტი და საქონლის ხორცი და ეს მე მიბიძგებს ცხოველთა უფლებების დარღვევისკენ.
ქრისტიანი ვარ და მილიონიბით მუსლიმის თვალში, არაერთგული ძაღლი ვარ.
60წელს გადავცდი და ბებერი იდიოტი ვარ.
ვფიქრობ რომ არ ‘ვჭამ’ რასაც მედია მეუბნება და მე ეს რეაქციონერად მაქცევს.
ვაღმერთებ ლამაზ ქალებს და ეს მე სექსუალურ პერვერტად მაქცევს.
მასწავლეს რომ ქალებს თავაზიანად მოვექცე და ეს მე სექსისტად მაქცევს.
ვაფასებ ჩემს აღმოსავლურ ღირებულებებს და დასავლურ კულტურას, რაც მე ქსენოფობად მაქცევს.
მინდა ვიცხოვრო უსაფრთხოდ და ვიხილო დამნაშავეები ციხეში და ეს მე ნაცისტად მაქცევს.
არ ვმართავ ელექტრომანქანას და ეს მე გარემოს დამაბინძურებლად მაქცევს.
ვფიქრობ,რომ ყველა თავისი დამსახურებით ჯილდოვდება და ეს მე ანტისოციალურ ლიბერალად მაქცევს.
მკაცრად აღმზარდეს და განათლება მომცეს და ამისთვის მადლობელი ვარ ჩემი მშობლების.
ეს მე ბავშვის მწვალებლად მაქცევს.
მჯერა რომ ქვეყნის დაცვა ყველა მოქალაქის ვალია და ეს მე მილიტარისტად მაქცევს.
მე მიყვარს ბრძოლა და გამოწვევები და ეს მე სოციალურად ჩამორჩენილად მაქცევს.
მადლობელი ვარ ყველა იმ ჩემი მეგობრის, რომელიც ჯერ კიდევ ბედავს ჩემთან საუბარს, მიუხედავად ჩემი სოციალური ნაკლისა.
ფადი ასლი
