განცხადება/მიმართვა

“მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას!”-ნინო სუხიშვილი

ქორეოგრაფიული ანსამბლის, სუხიშვილების დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა  საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში” 17 მაისს, “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით  დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას!”

“მე წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიის. უბრალოდ, მე ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი… საერთოდ, სამების სავანე, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი. ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება.

ალბათ, რაღაც ინციდენტების გამო არის ეკლესიის მიმართ ეს დამოკიდებულება, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც”, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა მელია სააკაშვილთან კურთხევის მისაღებად ჩავიდა-სოზარ სუბარი

roma sajaia

144 ათასზე მეტი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს-ივანე მაჭავარიანი

გრიგოლ ვაშაძემ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მოინახულა

დატოვე კომენტარი