FRANCE AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
«დიახ მე გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება და დავბრუნდები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად.
დავბრუნდები როგორც რიგითი ჯარისკაცი ყოველგვარი დივიდენდების და კარიერული პერსპექტივების გარეშე.
ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ვერცერთ მაღალ თანამდებობაზე ვერ მივიღებ იმდენ შემოსავალს, რაც ამჟამად მაქვს. ვერ მივიღებ იმ სამედიცინო მომსახურებას რომელიც აუცილებლობას საჭიროებს ჩემი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის, მაგრამ მზად ვარ დავთმო ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ დედა არღნიან სვავს ხელიდან გამოვგლიჯო ჩემი ქვეყნა.
და ისიც ვიცი ზუსტად რომ ამას მხოლოდ ის ადამიანი შესძლებს, რომელიც თქვენზე მწარედ გამიკრიტიკებია დღევანდლამდე, თუმცა არასოდეს დამიკარგავს მისთვის ის ღვაწლი რომელმაც ჩემი ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია.
არც გაატრაკოთ! მაგრად მკიდია თქვენი შეფასება “მიშისტობა” -ზე! მე პირველ რიგში საკუთარ იდეებს ვიცავ. იდეებს, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე მქონდა და ზუსტად ვიცი, რომ ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ჩემი ქვეყანა ამ იდეების რეალიზებასთან, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის დროს იყო.
უნდა გეყოთ გამბედაობა საკუთარ სინდისთან თვალის გასასწორებლად და აღიაროთ, რომ ცალ-ცალკე ვერცერთმა ლიდერმა, დღემდე ვერ მოიპოვა ისეთი გრანდიოზული მასშტაბები საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, როგორიც სააკაშვილს გააჩნია.»-წერს ნუგზარ სულაშვილი