„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს.
„ზესტაფონელებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც „ფერო“ წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი“ – განაცხადა გოგი წულაიამ.
Loading…
