ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
«ეს ჩემი შ ა რ შ ა ნ დ ე ლ ი პოსტია და მეგობარმა
შემახსენა ახლა… ერთს დავამატებდი — ვნახე
რამდენიმე ადგილზე გაზიარებული ზ ვ ი ა დ ი ს
ფოტო და წარწერა — «დ ი ნ ე ბ ი ს მიმართულებას
მხოლოდ მ კ ვ დ ა რ ი თქვზები მიჰყვებიან!» —
აი, სწორედ მაგ გამოთქმამ და მასეთმა «ლოზუნგურმა»
«პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ მ ა» დაუდო საფუძველი ამ ქვეყნის
განადგურებას! იმ ვითარებაში მაგ ფრაზის ხმამაღლა
თქმა «ვ ა ჟ კ ა ც ო ბ ა» კი არა, შ ტ ე რ ო ბ ა იყო!
პ ი რ ა დ ა დ როცა გეხება საქმე — გინდა აღმა «იცურე»
და გინდა «დაღმა»! მაგრამ ქ ვ ე ყ ა ნ ა როცა დგას
რ ი ს კ ი ს ქვეშ, «კეკლუცობის» უფლება აღარ გაქვს!
.
დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დღეს გილოცავთ ბატონო პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ო!
თუმცა, მე მგონია, რომ ვიდრე არ ვიტყვით ს ი მ ა რ თ ლ ე ს,
მანამდე სახელმწიფოს, ქვეყანას ვერ ავაშენებთ!
ამიტომ ვიტყვი:-
დღეს იმ კაცის დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დღეა, რომელმაც საქართველოს
ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ა შ ი ყველაზე პ ი რ ვ ე ლ მ ა მოიყვანა
ბ ა ნ დ ი ტ ე ბ ი!
მერე ამ ბანდიტებმა ამავე კაცს მოუწყვეს შეიარაღებული
ბ უ ნ ტ ი, გადმოაგდეს სავარძლიდან და ქვეყენა გახვიეს
სამოქალაქო ო მ ე ბ ი ს სერიაში!
ეს კაცი და მისი მომხრეები, მთელ ამ ამბავს რატომღაც
აბრალებენ იმ ადამიანებს, ვინც ეუბნებოდა — ეგ ბანდიტები
ხელისუფლებაში ნუ მოგყავსო!
არადა, ეს იყო საქართველოში პირველი შ ი დ ა
სახელისუფლებო ბუნტი და მას შემდეგ სულ ასეთ შიდა
სახელისუფლებო ბუნტებში ვატარებთ დროს და ვართ წრეზე!
მე პირადად მეცინება არგუმენტზე:-
«ზვიადს უ ყ ვ ა რ დ ა საქართველო!»
მე მინახავს ქალები, რომლებსაც ჰყავთ ს ა ყ ვ ა რ ლ ე ბ ი
და გაიძახიან — «ძალიან მიყვარს ჩემი ქ მ ა რ ი ო!»
ეს «სიყვარული» კი არა ფსიქიკური აშლილობაა!
აი, ამას მაგონებს ზვიადი და საქართველო!
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ჩემთვის, პირველ რიგში არის
პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა! უდიდესი პასუხისმგებლობა!
და მხოლოდ ამ პასუხისმგებლობის მერეა «გრძნობები»!
«შიში შეიქმს სიყვარულსა» — ნიშნავს სწორედ იმას, რომ შენ
უნდა გქონდეს იმის დ ა კ ა რ გ ვ ი ს შიში, ვინც, ან რაც
გიყვარს! და პასუხისმგებლობით მოიქცე! არ გაანიავო
ეს სიყვარული, გ ა უ ფ რ თ ხ ი ლ დ ე მას!
სიყვარული არ არის ის, სიმართლის მთქმელ ადამიანებს
რომ «კ რ ე მ ლ ი ს აგენტებს» უძახი! და ამ დროს
რეალურ კრემლის აგენტებს მინისტრებად ნიშნავ!
სიყვარული არ არის ის, რომ მთელ ოპოზიციურ სპექტრს
ც ი ხ ე ე ბ შ ი ყრი!
სიყვარული არ არის ის, რომ კ ო ნ ფ ლ ი ქ ტ ი ს ზღვარზე
მისული ა ვ ტ ო ნ ო მ ი უ რ ი ოლქის მეთაურს
მ ო ლ ა პ ა რ ა კ ე ბ ა ზ ე იბარებ და მოტყუებით
ა პ ა ტ ი მ რ ე ბ, თითქოს შუა საუკუნეებში ცხოვრობდე!
სიყვარული არ არის, როცა რეალური და საშიში მ ტ რ ი ს
ფაქტორს ფეხებზე იკიდებ და პ ი რ ა დ ი «მეგობრობის»
ხათრით ამ მტრისთვის მიუღებლად, მისი სტრატეგიული
რეგიონის «დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ა ს» აღიარებ!
სიყვარული არ არის ის, როცა ოფიციალურ შეხვედრებზე
ც ო ლ ს ასწრებ და დამოუკიდელობის დეკლარაციაზე
ხელს აწერინებ მას!
ეს უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა ა!
და არა «შ ე ც დ ო მ ა»!
მე, იმ პერიოდში 16 წლის ბ ა ვ შ ვ ი ვხვდებოდი ამ
ყოველივეს და ვამბობდი მაშინვე!
და 50-ს გადაშორებული მამაკაცისთვის, არ შეიძლება
ამ უპასუხისმგებლო საქციელებს «შეცდომა» დაერქვას!
გ ი ლ ო ც ა ვ თ იუბილეს, ბატონო პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ო!»-წერს ბაკურ სვანიძე