განცხადებებისკანდალი

მეჩითოვის ცნობილი ფოტოს გმირი განცხადებას ავრცელებს

ნანა მახარაძე, იური მეჩითოვის ცნობილი ფოტოს გმირი, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა განცხადებას ავრცელებს. ის იური მეითოვის «ალჯაზირაზე» მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა:

“საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია “სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება”, თუმცა ბევრს ავიწყდება ის, რომ სწორედ 9 აპრილს ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით, სუფთა ხელებით და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული მათ შორის რაც გაგვაჩნია — თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!

ბატონ იურის აქვს ნიჭი და ყოფნის პროფესიონალიზმი “ერთი თითის დაჭერით” შეაჩეროს წამი, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ვერ გაუაზრებია ქართველი ხალხის ეპოქალური მნიშვნელობა. ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას და არც ქართველად დაბადების ბედნიერებაა აქვს ყველას!

კითხვაზე “გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი” მე გაგცემთ პასუხს – გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს,დაწამლეს და გადაუარეს!!!

ისტორიას ვერავინ შეცვლის, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რადგან გვინდა თუ არა ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!

ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მხოლოდ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი, მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად, რომელთა ხსოვნას ჩვენ “შოუში” მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ!” – მიმართავს ნანა მახარაძე.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

«დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად» — ღარიბაშვილი მელიაზე (ვიდეო)

roma sajaia

«ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია…ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას»-ზუკა ბერძენიშვილი(ვიდეო)

«ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება…»-ნათელაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი