აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი და ქრისტეს ენაზე მოგალობე ასურელი მღვდელ-მონაზონი მამა სერაფიმე რუბრიკაში “პირადი ნივთები”. სიუჟეტში მამა სერაფიმე ყვება თუ როგორ გახდა ბერი და ქარტეხილები გადახდა ცხოვრების გზაზე.
“სირბილი და ესტაფეტა მიყვარდა, 15 წლის ვიყავი როცა უკრაინაში გადავიხვეწე და დავიწყე ოსტატობა. არ ვაპირებდი შავ სამღვდელოებას და არც იმას, რომ მღვდელი ვყოფილიყავი. მეუღლე როცა ფეხმძიმედ იყო ექიმები მისი გადარჩენის გარანტიას ვერ გვაძლევდნენ. იქნებ ბავშვი მაინც გადარჩესო ამბობდნენ. წავედი მამა გაბრიელის სასაფლაოზე და ვთქვი, რომ თუ ამათ გადაარჩენ , მე ბერი გავხდები. როცა გადარჩნენ და ყველაფერი გარგად იყო, ვამბობდი რა აზრები მომდის-მეთქი თავში.თავს ვიმართლებდი რომ ახალგაზრდა ვარ მეუღლეს და შვილს ხომ რჩეწნა უნდა. გართობის დათმობა მენანებოდა” – საუბრობს მამა სერაფიმე.
