სკანდალი

«მეუფე პეტრე სადაც არ უნდა იყოს ის ეკლესიის წევრია, ის არის მიტროპოლიტი» — მამა ანდრია სარია

«მომიყენეს კანონის მუხლი (55-ე) აბსოლუტურად არაადექვატურად.  ეს არ ეხება ეპისკოპოსს, ეს ეხება კლირიკოსს, ეპისკოპოსზე დაბალი რანგის სასულიერო პირს. ეს უკვე შეცდომაა. მეორე, ყოფილ ქორეპისკოპოსს გაფრთხილება მისცეს ისე, რომ არ მიუთითეს მუხლი, ე.ი. ჩემზე მითითებულია მუხლი არასწორად, ხოლო ყოფილ ქორეპისკოპოსზე საერთოდ არ არის მითითებული არც ერთი მუხლი,» — განაცხადა მეუფე პეტრემ. მეუფის ამ პრალდებას გამოეხმაურა საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, რომელმაც მეუფე მოიხსენია, როგორც მოქალაქე პაატა ცაავა. «სამწუხაროდ ის, როგორც ბევრი თეოლოგი ვერ ერკვევა კანონიკურ სამართალში და ამიტომაც უსამართლოს უწოდებს პატრიარქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,» — განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

«პატრიარქის სიცოცხლეშივე უნდა მოხდეს პასუხის გაცემა და გაეცემა იმ სიცრუეს, რაც დაგროვილია ეკლესიის შიგნით. მეუფე პეტრე სადაც არ უნდა იყოს ის ეკლესიის წევრია, ის არის მიტროპოლიტი შესაბამისად მის ხმას იგივე ძალა აქვს, როგორც აქამდე და დაველოდოთ მოვლენებს,» — აცხადებს მამა ანდრია სარია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ზვიად კუპრავას განაჩენის გამოცხადებას მალულად გეგმავდნენ”

Joni Kvaracxelia

Wikileaks: დოკუმენტების ნაგავსაყრელები, რომლებმაც შოკში ჩააგდეს მსოფლიო

«ვაბშე, მიშას დავბრიდავ»: მირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილზე სკანდალურ ჩანაწერებში (ვიდეო)

დატოვე კომენტარი