“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მეუფე იობის განცხადებას გამოეხმაურა:
„თუ ასე გაგრძელდა რელიგიური კონფლიქტი გარდაუვალია, რა დროსაც ჩვენს წმინდა მიწას ჩვენი ძალით დავიცავთ,“ – მეუფე იობი. ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია. ყველა აქცენტი რაც მეუფე იობმა გააკეთა არის მიმართული შუღლის გაღვივებაზე და არა პრობლემის მოგვარებაზე. ნაცლად საკუთარი უვარგისი მთავრობის პასუხისმგებლობისა (რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარა მეუფე იობმა), მოვისმინეთ გაკვირვებული მოწოდება – რატომ არ გადავიდნენ ჩვენი მესაზღვრეები იქეთ მხარეს.
მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ არაა პარტიოტიზმი. დღეს თქვენ საზოგადოებას მღვდელი გაპონი გაგვახსენეთ. სირცხვილია!”-წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა
Loading…
