სკანდალი

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები (ვიდეო)

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

«კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო (გომელაური) ყველაზე წესიერები იყვნენ. (შეხვედრაზე) კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო?!» — განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქორეპისკოპოსის განცხადებით «ციანიდის საკითხი» მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც «სახელმწიფოც იყო ჩარეული». ასევე მან აღნიშნა მის გავლენებზე ეკლესიაში და ილაპარაკა ირაკლი შოთაძეზე და ოთარ ფარცხალაძეზე.

«შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა, რაც თქვა. კვირიკაშვილს ვუთხარი შს მინისტრთან და უშიშროების უფროსთან ერთად, რომ შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, არც ფარცხალაძეს. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია… ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში» — აცხადებს მეუფე იაკობი.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/vb.347657975393516/446617629320051/?type=2&theater

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ოთარ ფარცხალაძეს მეუფე იაკობი თავის მოჭრით დაემუქრა (ვიდეო)

საქართველოს კაზინოებში მოთამაშეებს გამაბრუებელ ჩაის ასმევენ?

«ქართული მარშის წევრები ტრადიციების დასაცავად გამოდიან და ჩემთან, ლოგინში იწვნენ»

დატოვე კომენტარი