21 სექტემბრიდან თბილისის მეტრო ისევ 12 საათამდე იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
ამ დრომდე მეტრო 23:00-მდე მუშაობდა. გასული წლის ივლისში მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.
Loading…