სარაჯიშვილის მეტროში გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც ცნობილია, დღეს ახალგაზრდა მამაკაცი სარაჯაშვილის მეტროში ლიანდაგებში იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი გაჩერებას უახლოვდებოდა, სამწუხაროდ ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, რომლებმაც ცხედრის ამოყვანა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.
როგორც ირკვევა მამაკაცი მეტროს მატარებლის ქვეშ იყო მოყოლილი.
რამდენიმე საათია დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით მეტროს მოძრაობა გაჩერებულია.
Loading…
