სოცქსელი

«მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება…»-გვარამია

«ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ:
ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულვებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული.
მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს თემა.»

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პარტია «ახალის» დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.

მსგავსი პოსტები

«გალში კიდევ ერთხელ აცეკვეს ქართველები ქართველთა საფლავებზე…»-შალვა ნათელაშვილი

«რუსეთის აგენტს აბარებთ აფხაზეთის მთავრობას!»

Joni Kvaracxelia

«ოპოზიციის 70 % კრიმინალურ ხელისუფლებასთან ერთად ყარს !»-ირაკლი ღლონტი

roma sajaia

დატოვე კომენტარი