განცხადებები

მესამე ტალღიდან გამოსვლა გართულდება — ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ დასრულებულა და პირიქით, მან ქვეყანაში სერიოზული გავრცელების ეტაპს მიაღწია.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას სერიოზული დანაკარგები ექნება. ამიტომ გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვაზე.

„ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. დინამიური ზრდა პროგნოზირებადი იყო, ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ შემსუბუქებებთან, რაც განხორციელდა, რაც იყო აუცილებელი, რათა ქვეყანას და ეკონომიკას ამოესუნთქა, მაგრამ, ამავე დროს, დაკავშირებულია ისევ ჩვენს გარკვეულად გულგრილობასთან, ისევ და ისევ ილუზიის შექმნასთან, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რადგან ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ სერიოზულად, დაახლოებით 10-ჯერ შევამცირეთ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. მოგიწოდებდით და მოგიწოდებთ, არა, კორონავირუსული ინფექცია არ დასრულებულა, ის ჩვენთან ერთადაა, ცირკულირებს და მან უკვე ქვეყანაში სერიოზულ გავრცელების ეტაპს მიაღწია. ხაზს ვუსვამ, აქედან ერთი ნაბიჯია საყოველთაო გავრცელებისკენ, რომელიც სწორედ იქნება უკვე მესამე ტალღაში შესვლა, საიდანაც გამოსვლა, დამერწმუნეთ, ძალიან რთული იქნება, გვექნება სერიოზული დანაკარგები. ამიტომ, გთხოვთ, ვიყოთ თვითდისციპლინირებული, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მასკები უნდა მოვიხსნათ, ასე არ შეიძლება. არავინ არ დაუშვებს არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევას»-გიორგი გახარია (ვიდეო)

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს…

დატოვე კომენტარი