სოცქსელი

«მესამე პრეზიდენტს შეწყალება არ სჭირდება ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტად თვლის თავს და არა სისხლის სამართლის»

მეოთხე პრეზიდენტის მიერ გლობალური პოლიტიკის შეფასება სრულიად აცდენილი რომ არის რეალობას ამაზე ბოლოს.
ოღონდ ორი მთავარი მომენტი
მესამე პრეზიდენტს შეწყალება არ სჭირდება ის პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტად თვლის თავს და არა სისხლის სამართლის.
თუმცა პოლიტიკურად მასთან მიდავებაც საკმაოდ რთულია.
გადადგა როცა აქციის დარბევა შეცდომად ჩათვალა და არჩევნებით დათმო ხელისუფლება.
შინაგანი რწმენა რომ სასამართლოს მტკიცებულება არ არის ესეც სწორია.
ანუ რა გამოდის?
მეხუთე პრეზიდენტი შეწყალებას რომ გამორიცხავს, რაც უფრო მისი შინაგანი მრწამსის თემაა, სამართლებრივად მის და უნებლიედ მესამე პრეზიდენტის მხარეზე არის.🙂
არც ითხოვს სააკაშვილი შეწყალებას, რადგან დამნაშავედ არ თვლის თავს.
შეწყალებას ამ ვარიანტში დანაშაულის აღიარების კონტექსტი აქვს.
სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი ნამდვილად უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება ქართულ პოლიტიკაში და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი გლობალურად «შესუსტებული დემოკრატიის» პირობებში. 🙂
ოღონდ რა ეტყობა და სად დაინახა მეოთხე პრეზიდენტმა დემოკრატიის «შესუსტება» ლიბერალ დემოკრატი ბაიდენის ეპოქაში ჩემთვის უცნობია.🙂
ავღანეთის თემა დემოკრატიის შესუსტების არგუმენტად არანაირად გამოდგება. ავღანეთში დემოკრატიის პროფანაცია დასრულდა.
ჰოდა დემოკრატიის პროფანაცია უნდა დასრულდეს ჩვენთანაც.
ასეთი ფორმატის იდეა ქართულ პოლიტიკაში სწორედ გლობალური ლიბერალური პოლიტიკის შედეგია. 🙂

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ზუსტად ეს არის ქოციზმის ეპოქის ტრაგიკული სურათი: აი ეს შაკო, სულ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ახლა დგავს პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში,»

«26 წლის წინ, ამ დროს დაბრუნდა საქართველოში თავის ხალხთან და გარდაუვალ სიკვდილთან შესახვედრად…»

112-ის ბრიგადამ სოფო ნიჟარაძე გადაარჩინა, რა მოხდა სინამდვილეში?

დატოვე კომენტარი