მერვე კლასის ბიოლოგიის წიგნში მარიხუანას შესახებ დემონიზაციისა და სტიგმის საფრთხის შემცველი მასალა იბეჭდება

0
557

მერვე კლასის ბიოლოგიის წიგნში მარიხუანას შესახებ დემონიზაციისა და სტიგმის საფრთხის შემცველი ინფორმაციაა დაბეწდილი. ბიოლოგიის წიგნში ვკითხულობთ, რომ მარიხუანას რეგულარული მიღების შედეგად, «ბოდვითი აზროვნებისკენ მიდრეკილება ვითარდება. დიდი დოზით სისტემატურმა მოხმარებამ კი შეიძლება ფსიქოზი გამოიწვიოს». გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მარიხუანას მოწევა ბევრად უფრო აზიანებს სასუნთქ სისტემას და ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც ბევრად უფრო მაღალია. «მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. ბევრად უფრო მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. თავისი დამაზიანებელი ეფექტით ერთი ულუფა მარიხუანა ხუთი ღერი სიგარეტის ტოლფასია», — წერია წიგნში.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ