ანალიტიკაპუბლიკაციები

«მეოცნებეებს, ბევრ მათგანს რეალურად სწამდა და სწამს, რომ ოლიგარქი დემოკრატიას დაამყარებდა…»

მეოცნებეებს, ბევრ მათგანს რეალურად სწამდა და სწამს რომ ოლიგარქი დემოკრატიას დაამყარებდა, რაც სრული აბსურდია და იდეოლოგიური და მენტალური უცოდინარობა, მეგონა დემოკრატია იქნებოდაო, ამას პოლიტიკური ლიდერები ამბობენ დემოკრატებს რომ უწოდებენ
თავს. ნუ პირად ინტერესებს და მოსყიდვებს აღარ შევეხები…
ოლიგარქია, მონარქია, არიან მენტალურად ის როიალისტები, ფრანგულ კონვენტში მარჯვნივ რომ ისხდნენ. მათ დემოკრატია არ სჭირდებათ, ანუ მდიდარი კლასის, მსხვილი კაპიტალის ინტერესების პლატრფორმა არის მემარჯვენეობა.
დემოკრატიის რეალური ნება კი ჰქონდათ მარცხენა მხარეს მჯდომ იაკობინელებს…იაკობინელები განასახიერებენ იმ ფენას, რომელსაც დემოსი, ეწოდება და რომელსაც დემოკრატიის დამყარების რეალური ნება აქვს.
კოგნიტური დისონანსი სჭირს თავად ნაციონალურ მოძრაობას და მის მიმდევრებსაც.
დემოკრატია კი გინდათ, ადამიანის უფლებები და სამართლიანობა კი გინდათ, მაგრამ გგონიათ რომ მარჯვენა იდეოლოგია დაამყარებს დემოკრატიას, არ არსებობს ასეთი რამე ბუნებაში.. დემოკრატიის ნება აქვს მხოლოდ საშუალო კლასს, დემოსს, რომელიც არ გვყავს…
ჰოდა სანამ ნაციონალები ბოკერიას მიერ დამკვიდრებულ რესპუბლიკურ იდეოლოგიას მიყვებოდნენ და არც ამჯერად ეშვებიან ბევრი მათგანი, სულ არ იყვნენ საშიში ოლიგარქისთვის, ულტრამემარჯვენე, ვიტყოდი ულტრაეგოისტურ პარტიად ჩამოყალინდა ნაცებისგან გამოყოფილი გირჩიც, რომლის პოლიტიკაც სავსებით აწყობს ოლიგარქიას.
დღეს კი თავად ბოკერიას პარტია ცდილობს მარცხნივ გადასვლას ამომრჩევლის ნებას რომ აყვეს…
გრიგოლ ვაშაძეს კი იმიტომაც გამოუვიდა ოპოზიციის გაერთიანება რომ მარცხენა იდეოლოგიისკენ დგამს ნაბიჯებს და ბევრი ოპოზიციური პარტია, იგივე მურმან დუმბაძე თუ თაკო ჩარკვიანი დაინტერესებული არიან სწორედ მრავალპარტიული ჯანსაღი დემოკრატიის არსებობაში და წინააღმდეგი არიან ერთპიროვნული მმართველობის და მონოპოლიის.
ნაციონალების მიმდევრებს ნამეტანი შეგაძულათ ბოკერიამ და მისმა მეუღლემ დემოკრატები… გამოდით როგორმე ამ ბინდიდან პატივცემულო ოპოზიციონერებო.
საქართველოს დემოკრატია სჭირდება, სწორედ დემოკრატიის ნება გამოავლინა ამ არჩევნებზე, საშუალო კლასის არსებობა სჭირდება…
მენტორობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს რომ მარჯვენა პარტიები არიან მსხვილი კაპიტალის ინტერესების პლატფორმა, მარცხენა კი საშუალო კაპიტალის, საშუალო კლასის, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ყოველი ჩვენგანის ინტერესების პლატფორმა.
რაც მთავარია მარცხენა იდეოლოგიას არანაირი კავშირი არ აქვს საბჭოურ სოციალიზმთან, აი სულ არანაირი, სრული ბლეფი იყო სოციალიზმი, რომელიც არც არსებობდა სსრკ-ში. სსრკ თავად იყო დიდი ოლიგარქია და მონობაში ჰყავდა ერები. ამ მონებისთვის კი მოიფიქრა სატყუარა სოციალიზმის სახით.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მყარად არის დამკვიდრებული საზოგადოებაში ამერიკელი დემოკრატების მიუღებლობა, რაც იგივე დემოკრატიის დისკრედიტაციას უწყობს ხელს.
რესპუბლიკური იდეოლოგია დემოკრატებს აიგივებს მოსკოვთან რაც ასევე სრული აბსურდი და უნამუსო ტყუილია. სწორედ რადიკალური რესპუბლიკანიზმი არის ოლიგარქიის ინტერესების დამცველი და მეტოქეებს აბრალებენ იმას რასაც თავად აკეთებენ.
პუტინიც და ბიძინაც ოლიგარქები არიან და ტრამპიც ოლიგარქიული მენტალობის ადამიანი, რომელიც მფარველობს რუსულ ოლიგარქიას. არც ერთი სერიოზული სანქცია მოსკოვისთვის არ დაუწესებია.
ჰილარი კლინტონი რომ ყოფილიყო დღეს პრეზიდენტი, რუსეთის რღვევა დაწყებული იქნებოდა, ოლიგარქი მოხვდებოდა სანქციებში და პარლამენტის ვადამდელი არჩევნებიც უკვე ჩატარებული გვექნებოდა. გარდა ამისა ოფშორული პოლიტიკა, ეს ფინანსური «შავი ხვრელები» სულ გადაიკეტებოდა, რაც მდიდარი ოლიგარქიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენებს მკვეთრად შეამცირებდა. სწორედ ეს პროცესი დაიწყო ობამამ და ამის გამო არიან მასზე აღრენილები ძლიერნი ამა ქვეყნისა, რომლებიც ძლიერები სულაც არ არიან და როგორც ვნახეთ ძალიანაც საცოდავად გამოიყურებიან როდესაც ხედავენ როგორ ზვავივით უახლოვდებათ ხალხის ერთობა, ნება და ძალა.
P.S. ამ არჩევნების შედეგები დაიცვა ევროპამ და არა ტრამპმა.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია

Joni Kvaracxelia

«თვითმკვლელობის» მექანიზმია ჩართული ქართულ საზოგადოებაში, — თეიმურაზ ზაქრაძე

«მიშამ კარგად იცის რას აკეთებს…»

დატოვე კომენტარი